Tuesday, July 2, 2013

სიყვარული ჟამიანობის დროს

რამდენიმე წლის წინ გაბრიელ გარსია მარკესის წიგნით ერთ-ერთი კარგი სერიის გამოცემა დაიწყო. "სიყვარული ჟამიანობის დროს" ქართულ ენაზე პირველად სწორედ ამ სერიისთვის ითარგმნა.

როგორც ცნობილია, წიგნს ორი ისტორია დაედო საფუძვლად: გაბრიელ მარკესის მშობლების ქორწინება და გაზეთში ამოკითხული ცნობა მოხუც შეყვარებულ წყვილზე, რომელთა საიდუმლო სიყვარულს ფარდა მხოლოდ მათი მკვლელობის შემდეგ აეხადა. მარკესი მისთვის დამახასიათებელი უნარით – წეროს ისე, რომ არ გაექცეს მკითხველი, –  წიგნის მთავარი გმირის, ფლორენტინო არისას, ცხოვრების თანამგზავრად და მისი წარმოუდგენელი სიყვარულის გულშემატკივრად გაქცევთ. მახსოვს, როცა ვკითხულობდი, შეჩერება არ მინდოდა. ეს არის ლათინური ამერიკის მთელი ხიბლით, მარკესის ჩვეული სატირით და მაგიით, ფერადი და ვნებით სავსე წიგნი; ისეთი, რომ თუ გიყვართ გაბოს შემოქმედება, კიდევ უფრო შეგაყვარებთ, თუ ჯერ არ იცნობთ – "ერთი ნახვით" მოგხიბლავთ და მწერლის უკეთ გაცნობის სურვილს გაგიჩენთ.


3 comments:

Fei Bukowski said...

ufuf ra wvniani es romani :3

Sophie שרה Golden said...

არ ვიცოდი წიგნის დაწერის ისტორია, მაგრამ ძალიან მიყვარს. მართალია, მარკესის პატარა მოთხრობები ბევრად მირჩევნია მის რომანებს, მაგრამ ამ წიგნში ბევრი საინტერესო ამბავი იყო.

განსაკუთრებით უცნაური ის იყო ჩემთვის, მთავარი გმირი ქალი (სახელი აღარ მახსოვს, ბოდიში), თავისი ოჯახისგანაც კი როგორი გაუცხოებულია, სააბაზანოში რომ იკეტება და სიგარეტს ჩუმად ეწევა ისე, რომ კაციშვილმა არ იცის. სევდიანია, არა? :/
კიდევ როგორი აბსურდული მისი ქმრის, ექიმის, სიკვდილი.
მე ალბათ 3,5–ს დავუწერდი მკაცრად :)))

Keti said...

კარგი გამახსენე, მაგ პატარა მოთხრობებზეც უნდა დავწერო პოსტი :)

ფერმინა დასა :) ჰო, სევდიანია რაღაცნაირად. ხომ ასეთი ამბებია – ცოტა დაუჯერებელი, ცოტაც აბსურდული, მაგრამ ისეთი ემოციით წავიკითხე, იშვიათად რომ მიჩნდება

კარგია, რომ ქულითაც შეაფასე, ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე. ოღონდ ეს არის, თუ შკალაზეც დატოვებ მსგავს შეფასებას, ცოტა მომატება ან ცოტა დაკლება მოგიწევს :)
მადლობა, სოფი!