
არ ვიცი, ამ წიგნმა მაღაზიაში რით მიიქცია ჩემი ყურადღება (ალბათ უფრო ყდით, რომელზეც ჟორჟ სიერას ნახატია გამოსახული), რადგან ავტორის სახელი – პეტერ შტამი – არაფერს მეუბნებოდა. შტამი შვეიცარიელია, დაიბადა 1963 წელს. პროფესიით ფსიქოლოგი და ფსიქოპათოლოგიის სპეციალისტია, რაც იგრძნობა მისი პერსონაჟების გაცნობისას – კარგად ხატავს ადამიანების ფსიქო-ემოციურ პორტრეტებს.
ავტორის ეს სადებიუტო რომანი უფრო ვრცელი მოთხრობაა, ვიდრე რომანი. "აგნესს" სულ სამი მოქმედი გმირი ჰყავს – ერთი მამაკაცი და ორი ქალი; მოთხრობილი ისტორიაც, ცხადია, სასიყვარულოა. ალბათ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შტამის ენა ძალიან მარტივია – ტექსტს მოკლე წინადადებებით აგებს, ყოველგვარი "სამკაულის" გარეშე.
No comments:
Post a Comment