Friday, January 15, 2016

სკორტების მზე

ეს წიგნი შემთხვევით აღმოვაჩინე წიგნის ფესტივალზე, გამომცემლობააგორასფასდაკლების კალათაში სხვა, ასევე საინტერესო წიგნთან ერთად (რომელზეც შემდეგ პოსტში დავწერ). მანამდე, სამწუხაროდ, არცერთ ამ მწერალზე არ მქონდა ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცნობილი და აღიარებულია.

ლორან
გოდე თანამედროვე ფრანგი მწერალია  (. 1972), მისისკორტების მზეკი უკვე 34 ენაზე თარგმნილი და გონკურის პრემიის (2004) მფლობელი რომანი. „სკორტების მზე“ ოჯახური საგაა – მასკალზონე-სკორტების რამდენიმე თაობის ისტორიას გვიამბობს და თან ცხოვრების ამაოებაზე გვაფიქრებს. ეს სხარტად, ყოველგვარი გაწელვის გარეშე მოთხრობილი ისტორია მკითხველს არ მოაწყენს. სამხრეთული ფერები, მზე და მზის შვილები, იტალიელების ნათლად გამოხატული მენტალიტეტი... მთავარი გმირები  ცხოვრების მიზანს ეძებენ, საკუთარ ბედისწერას თვალს თამამად უსწორებენ და მიზნისკენ მათი წინაპრის ვირივით ჯიუტად მიიწევენ; სიცოცხლის ბოლოს რუტინული ცხოვრების გზაზე გამონათებულ, ყველაზე ბედნიერ დღეს იხსენებენ და მემკვიდრეებს მთავარ მესიჯს უტოვებენ – ყველაზე მნიშვნელოვან ცოდნას, რაც საკუთარი გამოცდილებით ისწავლეს.

3,5 ქულით ვაფასებ.

2 comments:

DAJI TODUA said...

ხო სასტიკი ამბებია, მაგრამ ხშირად მახსენდება და ზაფხულთან მაბრუნებს იქაური ხვატი და მწველი მზე.

Keti said...

დაჯი, გვიან ვნახე კომენტარი :*
მართლაც, ძალიან მზიანი წიგნია, მეც ასე ვარ.