Wednesday, January 30, 2013

ბაბუაწვერას ღვინო

პირველი წიგნი, რომელზეც დავწერ, არ ამირჩევია, როგორც ყველა დროის საუკეთესო, თუმცა ჩემი საყვარელი წიგნია. მისი გახსენებისას დადებითი განწყობა მიჩნდება და, ვფიქრობ, ამიტომაც გამახსენა თავი პირველმა, როცა ამ  პოსტის საწერად დავჯექი. მისი ავტორი ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ავტორია – ჯერჯერობით იმედი არ გაუცრუებია. ყოველთვის მიტოვებს განცდას, რომ რასაც წერს, სიყვარულით წერს, რომ  უყვარს ადამიანები და ბუნება; ეს უკანასკნელი – განსაკუთრებით.
მოკლედ, ეს წიგნია "ბაბუაწვერას ღვინო", რომელიც რეი ბრედბერიმ 1957 წელს გამოაქვეყნა. მთავარი მოქმედი გმირი დაგლას სპოლდინგია, პატარა ბიჭი, რომელიც გვიყვება თავის ოჯახსა და პატარა ქალაქზე. მჯერა, წიგნი არცერთ მკითხველს დაგტოვებთ გულგრილს და კითხვის დასრულებისას აუცილებლად თბილად გაგეღიმებათ.

3 comments:

Lasha Gabunia said...

გენიალური ნაწარმოები და ძალიან კარგია ქართულად რომ ითარგმნა, თუმცა თარგმნის ხარისხი მთლად შექებას ვერ იმსახურებს. მახსოვს, როცა ვკითხულობდი, ძალიან ბევრ შეცდომას წავაწყდი.

ქეთი, აქაა რუსების ეკრანიზაცია: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=100290

ეს ბლოგიც ნახე, კერძოდ გრინთაუნზე ინფო: http://bradburymedia.blogspot.com/2006/10/green-town-illinois.html

ძალიან თბილი და კეთილი წიგნია, ხოლო ბრედბერი ჩემი ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი მწერალია. :)

Keti said...

ლაშა, სტილისტურ და კორექტურულ შეცდომებს მეც მაშინვე ვამჩნევ ხოლმე და კითხვისას მაფერხებს. სხვა ენაზე კი არ წამიკითხავს და შინაარსობრივი უზუსტობები არის თუ არა, ეს აღარ ვიცი.

დიდი მადლობა ლინკებისთვის! ეკრანიზაცია არ მინახავს და ბლოგსაც წავიკითხავ...

მიხარია თანამოაზრის პოვნა :)

Anonymous said...

ეს ნაწარმობი რუსულად წავიკითხე, მომეწონა, ადვილად იკითხება. ბავშვობა გამახსენა. 4 ქულა