
გამორჩეული გმირი აქ რუდია – ბელგიელი პოლიციელი, რომელსაც დეპრესია აქვს. ამ ფონზე ხდება სექტის (რაელიზმი, რომელიც უცხოპლანეტელების არსებობას და მმართველობას აღიარებს, კლონირებასა და თავისუფალ სიყვარულს ქადაგებს) წევრი და ბოლოს ასამართლებენ, როგორც პედოფილს. საინტერესოა მისი წერილი, რომელსაც წიგნის მთავარ, უსახელო გმირს სწერს. ამ უკანასკნელის პასუხ–გამოსავალში (არა წერილის სახით დაბრუნებულში) კარგად ჩანს საკუთარ ნაჭუჭში შეკეტილი თანამედროვე ადამიანი:
"ადამიანს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს ისე, რომ ცხოვრებისგან არაფერს ელოდოს. ხშირ შემთხვევაში ასეც იქცევიან. სხედან ადამიანები თავიანთ სახლებში და უხარიათ, მათი ტელეფონი რომ არასდროს რეკავს და თუ რაღაც ეშმაკის მანქანით მაინც აწკარუნდა, ყურმილს არ იღებენ, ავტომოპასუხეს რთავენ. თუ ახალი ამბავი არ არის, მათთვის ეს უკვე კარგი ამბავია. ასე განსჯის მოსახლეობის უმრავლესობა. არც მე ვარ გამონაკლისი."
და მაინც, ყველას სურს უკვდავება: რუდი კანის მცირე ნაწილს გასცემს კლონირებისთვის, მთავარ გმირს კი თვალები უბრწყინავს, როცა ლესბოსელის შვილის დონორობის შესაძლებლობა უჩნდება.
კითხვის დამთავრების შემდეგ გუგლში ლანსაროტეს ფოტოები მოვძებნე – უცნაურია, გარემო თითქმის ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც წარმომესახა. ახლა ვფიქრობ, უელბეკს (და მის გმირებს) ყველაზე მეტად ეს პეიზაჟი ჰგავს: ვულკანური მთები, გავერანებული ლანდშაფტი, ცა, რომელზეც შავი ღრუბლებია, თუმცა არ წვიმს.
1 comment:
ამ წიგნს 1 დავუწრე.არაფრის მომცემი წიგნია ჩემის აზრით, დროის ტყუილად ფლანგვა.
Post a Comment