Tuesday, February 5, 2013

გულსაგლეჯი

ამ წიგნით გავიცანი ბორის ვიანი. ამას მოჰყვა მისი ნაწარმოებების სხვა ქართული (და არა მხოლოდ) თარგმანების მოძიება. მოკლედ, ვიანი შემიყვარდა. ისე, რომ წერილიც მივწერე. ჩემი ერთი ლექსიც ვიანს ეძღვნება, თუმცა ჯერ არ გამომიქვეყნებია (ასე ღია მიძღვნებით არ გამოვირჩევი, არც ვწერ, ეს ერთი  უჩვეულო შემთხვევა იყო).
რა შემიძლია ვთქვა: თუ არ იცნობთ, გაიცანით – კარგი ვინმეა ვიანი. აქვს იუმორის გრძნობა, უსაზღვრო ფანტაზია და სევდიანი თვალები, რომლებითაც თავისი წიგნებიდან იყურება.

მის სხვა წიგნებზე კიდევ დავწერ.
"გულსაგლეჯს" 5 ქულა.

2 comments:

Lasha Gabunia said...

ვიანი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. ოღონდ გავიცანი ქართულენოვანი წიგნით „შემოდგომა პეკინში“, რომელიც ადრე გავანათხოვრე და დამიკარგეს. :(( „გულსაგლეჯი“ ძალიან კარგი წიგნია. კიდევ მაქვს მისი ქართული წიგნები. რამდენადაც მახსოვს, ვიანი უელბეკის ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. სხვათა შორის, ბორის ვიანი ჯაზ-მუსიკოსიც იყო, საყვირზე უკრავდა. :))

აგერ: http://www.youtube.com/watch?v=ojY1Sj1-E0Q

Keti said...

ლაშა, მიხარია თანამოაზრის პოვნა :)
უელბეკის საყვარელი მწერალი თუ იყო, ეს კი არ ვიცოდი.
სხვათა შორის, როცა ვიანის კითხვა დავიწყე, მაშინ მოვუსმინე პირველად მის ჩანაწერებსაც. ჰოდა, საყვირზე რომ უკრავდა, ამან კიდევ უფრო გამიძლიერა ვიანის მიმართ სიმპათია. მუსიკალური ინსტრუმენტებიდან რაც ძალიან მიყვარს, საყვირია :)