Friday, February 8, 2013

მისნის ღამე

გუშინ პოლ ოსტერის "ნიუ–იორკული ტრილოგია" დავიწყე და ვიდრე მასზე დავწერ, გიამბობთ წიგნზე, რომელმაც ოსტერის სხვა წიგნების წაკითხვის სურვილი გამიჩინა. ჩემს მეორე ბლოგზე "მისნის ღამე" ზაფხულის მერე რამდენჯერმე ვახსენე – თუ როგორ ვუვლიდი გვერდს რაღაც პირადი შიშების გამო და როგორ მომეწონა მერე. ოსტერი "ჩემი" მწერალი აღმოჩნდა – მომწონს  მისი წერის სტილი, სქოლიოებში ჩატანილი თუ ძირითად ტექსტში გაშლილი წვრილ–წვრილი ამბები, რომანის გმირები, ქალაქის მისეული აღწერა და, ზოგადად, შეგრძნებები, რომლებიც ამ წიგნიდან მოდის. ჩემთვის ძალიან ახლობელია ის, რომ დაწერილი სიტყვები შეიძლება საკრალური აღმოჩნდეს – ახდეს. წიგნის სიუჟეტი სწორედ ამას ეფუძნება.
5 ქულა.   


რადიოგადაცემა


6 comments:

Toma said...

sxvatashoris ver cavikitxe me ნიუ–იორკული ტრილოგიA. pirvelive furclebze gavichede. sheidzleba unda gamegrdzelebina magram ar vici.

velodebi shen ras dacer.

Keti said...

ჯერჯერობით რაც წავიკითხე, იმასთან შედარებით "მისნის ღამე" მირჩევნია. ტომა, ეს წიგნი სამი ნაწილისგან შედგება და როგორც ვიცი, სამივე დამოუკიდებელი რომანია. სხვა რომელიმე ნაწილი რომ დაგეწყო?

Toma said...

pirvelit davicke da danarchenma orma ar damainteresa. casakitxi kidev bevria -s principit vimokmee :D D :D

Keti said...

მე კიდევ მესამე მომეწონა ძალიან, დაწვრილებით – პოსტში :))

MAGA SHIZUKU said...

არაჩვეულებრივი წიგნი იყო. მომწონს ოსტერისეული მისტიური რეალობა <3

Keti said...

<3