Monday, November 3, 2014

ბრმა მკვლელი

თუ ოჯახური საგების კითხვა გიყვართ, ეს წიგნი სწორედ თქვენთვის არის. "ბრმა მკვლელი" ერთი დინასტიის ამბავია. წიგნის მთავარი მთხრობელია 90 წელს მიტანებული აირის ჩეიზი, რომელიც ამბის მოყოლას საკუთარი ბებიის ცხოვრებიდან იწყებს. გვიამბობს ყველაფერს, რაც სმენია და რაც დასთან, ლორა ჩეიზთან, ერთად თავს გადახდენია; პერიოდულად თავის ყოველდღიურობასაც აღწერს – მარტო დარჩენილი მოხუცის ცხოვრებას და განცდებს (რაც არაჩვეულებრივად არის გადმოცემული და ჩემთვის, ცოტა არ იყოს,  დამთრგუნველიც აღმოჩნდა).

წიგნმა თავიდან ძალიან ჩამითრია, მომწონდა ავტორის თხრობის სტილი, პირველი თავებიდან არაერთი ფრაზა მოვინიშნე კიდეც, მაგრამ შემდეგ და შემდეგ თხრობა მდორე გახდა, ამბავი (უფრო სწორედ, ამბები) – ჩემთვის მოსაწყენი. ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ ოჯახური საგები, ზოგადად, არ მხიბლავს. მიუხედავად ამისა, კითხვა მაინც დიდი მოლოდინით დავიწყე – ბევრი კარგი მსმენოდა ავტორის, მარგარეტ ეტვუდის შესახებ და მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა ("ბრმა მკვლელი" 2000 წლის საუკეთესო რომანად არის აღიარებული და ავტორს ბუკერის პრემია მოუტანა). თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: წიგნის კითხვა განსაზღვრული  მოლოდინით არ უნდა დაიწყო, უბრალოდ უნდა შეუდგე კითხვას.

"ბრმა მკვლელში" მკითხველს რამდენიმე რომანი დახვდება: ერთი – აირისის ოჯახური ამბავი, მეორე – უშუალოდ "ბრმა მკვლელი", რომელიც სამ მოთხრობად იყოფა: მთავარი ხაზი ფარულ სასიყვარულო ისტორიას უჭირავს, მისი გმირი კი ისტორიულ და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამბებს ყვება.

მე მიყვარს რომანები, რომლებშიც რამდენიმე ისტორია ვითარდება. ამ მხრივ, პოლ ოსტერის "მისნის ღამეს" გამოვყოფდი, თუმცა მარგარეტ ეტვუდის "ბრმა მკვლელზე" იგივეს ვერ ვიტყვი, – ძალიან ეკლექტიკური წიგნია.

4 comments:

Toma said...

miyvars msgavsi shinaarsis cignebi,axla saxlshi rom viknebi bevri dro mekneba da avinazgaureb mxatvrul literaturastan dakavshirebut dakargul dros.

Keti said...

ტომა, იმედია მერე შენს "პატარა ბიბლიოთეკაშიც" დაწერ შთაბეჭდილებებს

Toma said...

ho, mitovebulia eg sackali blogi.

Keti said...

:)