Wednesday, April 17, 2013

მფარველი ანგელოზი

ფრანსუაზ საგანი იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, ვის თარგმანებსაც აუცილებლად ვკითხულობ. მომწონს მათში მოთხრობილი ამბები, ავტორის უნარი – ადამიანური ურთიერთობების სიმძიმეებიც მსუბუქად გადმოსცეს და ფრანგული შარმი, რაც საგანის ნაწარმოებებს ყოველთვის დაჰყვება. "მფარველი ანგელოზი" გვიამბობს ორმოც წელს გადაცილებულ კინოვარსკვლავ ქალზე და მის ახალგაზრდა თაყვანისმცემელზე, რომელიც მზად არის ქალისთვის ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად, თუნდაც მკვლელობის ჩასადენად. წიგნის დამთავრებისას დამრჩა შეგრძნება, რომ ვნახე ჰოლივუდური ფილმი ფრანგების მონაწილეობით. არ ვიცი, არსებობს თუ არა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, მაგრამ თავისუფლად კი იქნებოდა შესაძლებელი მისი შექმნა, – თითქმის სცენარია.
3 ქულა.

4 comments:

Fei Bukowski said...

ძალიან მიყვარს საგანი ^^ ამ წიგნსაც აუცილებლად წავიკითხავ

Keti said...

გამიხარდება, თუ შთაბეჭდილებას გამიზიარებ :)

Sophie שרה Golden said...

საგანის, მგონი, არაფერი წამიკითხავს და რატომ, მიკვირს. სულ ვაპირებ მისი წიგნების შეძენას და მერე მავიწყდება.
სიმართლე გითხრა, ამ წიგნმა, როგორც შენ აღწერე დიდად არ მიმიზიდა. მის სხვა რომელიმე წიგნზეც დაწერე, გთხოვ, თუ წაგიკითხავ და სხვებსაც თუ ურჩევდი წაკითხვას და რატომ.

Keti said...

სოფი, წამიკითხავს "სალამი, სევდავ!" და "გიყვართ ბრამსი?", სხვებსაც ვურჩევდი. მოგვიანებით აუცილებლად დავწერ შედარებით ვრცლად