ეს
არის ამბავი პეპლების კოლექციონერზე, ფრედერიკ კლეგზე, რომელსაც უყვარდება
აღზრდითა თუ ცხოვრების წესით მისგან რადიკალურად განსხვავებული, ნიჭიერი
და ლამაზი მხატვარი გოგონა – მირანდა გრეი. კოლექციონერი მირანდას ნივთივით (ან საკოლექციო პეპელასავით) ისაკუთრებს. უმნიშვნელო ხდება ის, რომ იგი ფიზიკურად არ ძალადობს.
უიმედო მირანდა დღიურის ერთ ჩანაწერში ღმერთს ფრედერიკს ადარებს და გმობს: "ღმერთი იმპოტენტია. მას ჩვენი სიყვარული არ შეუძლია. მას ვძულვართ, იმიტომ რომ არ შეუძლია ვუყვარდეთ". ჩვენ ხშირად ვამბობთ: "რასაც ღმერთი ინებებს". ამ მხრივ, ფრედერიკი არის კიდეც მიწიერი ღმერთი ერთი არსებისთვის: ღმერთი, რომელიც თავად წყვეტს, შეისმინოს თუ არა თხოვნა; ღმერთი, რომელიც, მირანდა რომ ბჭობს, იცინის.

მირანდა წერს, რომ თუკი კალიბანს
(ფრედერიკი) გაასამართლებდნენ – დაიცავდა, რადგან მას თანაგრძნობა, მიტევება და მკურნალობა სჭირდება. კიდევ
ერთი დასამახსოვრებელი მომენტი – პატიმრის გრძნობები, როდესაც კარის ღრიჭოდან
წამით დაინახავს დღის სინათლეს. ყველაზე უარესი რამ ამ წიგნში, უმწეობის განცდით რომ დამტოვა, გეგმაა, რომელსაც მოძალადე წიგნის ფინალში ადგენს. საკონტროლო გასროლა.
No comments:
Post a Comment