Tuesday, April 9, 2013

პასკუალე დუარტეს ოჯახი

ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ესპანურენოვან მწერლებს ეკუთვნით. ისე მოხდა, რომ ჯერ მათზე არ დამიწერია – ვფიქრობდი, განწყობა მჭირდებოდა. დასაწერი კი ბევრი მაქვს – არაერთი კარგი ავტორია  ქართულად ნათარგმნი, მათ შორის, კამილო ხოსე სელა.
"პასკუალე დუარტეს ოჯახი" გვიამბობს სიკვდილმისჯილის ისტორიას, რომელსაც თავად სიკვდილმისჯილი პირველ პირში წერს. დუარტე თხრობას ბავშვობიდან იწყებს, გვიამბობს ყველაფერს, რაც თავიდან არ ამოვარდნია და "რისი დაწერაც ხელმა არ იუარა". თავის აღსარებას მსხვერპლ ხესუსს უძღვნის – იესოს მოსახელეს, რომელმაც "ავტორს – ვისი ხელითაც კვდებოდა, საყვარელოო, უთხრა და გაუღიმა" და სწამს, რომ ხესუსმა შეუნდო. მიძღვნამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ადამიანებზე, რომლებსაც ადამიანური სითბო აკლიათ ან არასდროს მიუღიათ.
პირველი მკვლელობა, რომელსაც დუარტე აღწერს, ძაღლისაა. მიზეზი – "მოძღვრის ამოხედვა ჰქონდა" და ვერ გაუძლო. "გაჩენის დღიდან სისხლი გაცხია შუბლზე" – ეუბნება ცოლი პასკუალეს, რასაც ცხოვრების ბოლომდე ვერ ივიწყებს და ნაწარმოების მანძილზე ვხედავთ, როგორ მიიწევს ადამიანამდე, ვინც სიცოცხლე აჩუქა – მისი ბოლო მსხვერპლი დედაა.
თხრობის დასაწყისში პასკუალე ამბობს, რომ ყველა ერთნაირი იბადება, მხოლოდ მერე ხდებიან ადამიანები ბედისწერის სათამაშო საგნები. ეს წიგნი ბედისწერის, უფრო კი კონტრეტული ადამიანების ქმედების შედეგზეა: პასკუალე დუარტე სოციუმის ზემოქმედებამ შექმნა.
წიგნში შესულია სელას 20-მდე მოთხრობაც.  დამამახსოვრდა 86 წლის მისის ჯონსონის ამბავი, რომელმაც თოჯინა მოიპარა. ალბათ ხშირად გსმენიათ (ან იზიარებთ კიდეც აზრს), რომ მოხუცები ბავშვებს ემსგავსებიან. მისის ჯონსონსაც ასე დაემართა – "ხრახნიდან ამოვარდნილი ჭანჭიკივით" დაუბრუნდა ბავშვობას.
 5 ქულა.

რადიოგადაცემა

3 comments:

m i r a m a x said...

qeti, es ra sayvareli blogi agmovachine!!!! :***
mec zalian miyvars kitxva da shesabamisad shensavit chantashi yoveltvis midevs cigni.
siamovnebit gadavxede recenziebs, zogierti ar maqvs cakitxuli. zustad isaa rac me mchirdeba axali bibliotekistvis! madloba didi <3

m i r a m a x said...

bodishi latinuri shriftistvis, am kompze sxva araa :/

Keti said...

ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ბლოგი და შენც იმათგანი ხარ, ვისაც ჩანთით წიგნი დააქვს :) იმედი მაქვს, წაკითხულ წიგნებთან დაკავშირებით შთაბეჭდილებებსაც გამიზიარებ ხოლმე..

მე კიდევ შენმა განახლებულმა ბლოგმა გამახარა :)

პ.ს. შრიფტი – ეგ არაფერი
<3 :*