Tuesday, April 23, 2013

ანტონ ჩეხოვის მოთხრობები

სერიული გამოცემების ბუმი, თუ არ ვცდები მესამე წელია, რაც საქართველოში გრძელდება. ერთ-ერთი სერია, რომლის გამოცემებსაც ვიძენდი, "მსოფლიოს რჩეული მოთხრობები" იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ ჩემთვის საინტერესო თუ საყვარელი მწერლების წიგნებს ვყიდულობდი  – ზოგ მოთხრობას ვიხსენებდი, ზოგსაც პირველად ვკითხულობდი. დღეს რატომღაც ამ სერიით გამოცემულ ჩეხოვის წიგნზე მომინდა წერა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ჩემთვის უცნობი მოთხრობები არ დამხვედრია, მაინც სიამოვნებით წავიკითხე და გავიხსენე. ყოველთვის მომწონდა ჩეხოვი. წიგნში შესულია მოთხრობები: "ქალი, რომელსაც ფინია ჰყავს", "მონადირე", "კუდიანი", "შურისმგებელი", "ტრამალი" და "ანა კისერზე".
4 ქულა.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

Haha дама с собачкой ra sasacilod jgers qartulad.

Ise ki momwons bevri wigni rom gamodis am bolo dros da imedi maqvs, axalgazrdebic mietanebian.

Keti said...

ჰო :)

მეც ძალიან მომწონს, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ ვეწევი გამოცემის ტემპს და გული მწყდება, კარგი თარგმანებია და ვერ ვკითხულობ უდროობის გამო