Tuesday, December 1, 2015
კუნძულის შესაძლებლობა
სიცოცხლეში ერთხელ მაინც, ალბათ ყოველ მეორე, ყოფიერებისგან დაღლილ და გულგატეხილ ადამიანს მაინც უნატრია დაძინება და გარკვეული დროის შემდეგ ცხოვრების იმავე პოზიციიდან გაგრძელება, რომელზეც ძილამდე შეჩერდებოდა. როგორც ჩანს, უელბეკსაც. მისი გმირები კუნძულის შექმნის შესაძლებლობას უშვებენ, სადაც ნეო ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრება ზუსტად ისე, ზემოთ რომ ვწერდი. ოღონდ მათი "ძილ-ღვიძილი" მუდმივობას ნიშნავს – უკვდავებას, როგორც ამას ჩვეულებრივი მოკვდავები ვუწოდებთ. ყველა, ვინც ახალ რელიგიას ეზიარება, მიიღებს ბილეთს უსასრულობაში, სადაც, უელბეკის აზრით, მტანჯველი ბავშვობისა და სიბერის პერიოდებზე აღარ დაიხარჯება დრო და ენერგია, ადამიანები შეძლებენ, ზრდასრულებმა და საკუთარ სურვილებსა და რაობაში გარკვეულებმა, განაგრძონ ცხოვრება დაპაუზება-სტარტის რეჟიმში. ამ სიზმარს იმდენად დამაჯერებლად აღწერს, რომ ფიქრობ, ემანდ შენს ირგვლივაც ხომ არ არსებობს ელოჰიმიტური ეკლესია, ხომ არ გაერთიანდე, აამო ხორცს და შესაბამისად სულს და თან თავად გადაწყვიტო, როდის აამოქმედო წასვლა-მოსვლის საკუთარი გრაფიკი. თან ფიქრობ: ასე თუ გაგრძელდა სამყაროს განვითარება, მართლაც რაღაც შეიცვლება, მაგალითად, არსებულ რელიგიებს – რაც ადამიანური ვნებების მამოძრავებელი ძალა და მიმართულებს მიმცემია დღეს, დაჯაბნის ახალი; ფიქრობ, რომ მოძველდა ის დოგმები, რასაც ჯიუტად მისდევენ ადამიანები, ვერ არგებენ თანამედროვე ყოფას და იტანჯებიან ამის გამო.
უელბეკის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როცა მის ბოლო რომანებში ქალ გმირებს ვეცნობი. ის წერს ორმოცს მიტანებულ ქალებზე, რომლებიც ამ ასაკს, როგორც ფინიშს, ისე აღიქვამენ და მყისიერად კარგავენ სიცოცხლის ინტერესს. მგონია, რომ უელბეკი აჭარბებს, რომ შეუძლებელია 37-ის იყო ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი, რეალიზებული და უცებ, სამ წელიწადში, მოსიარულე ტომრად იქცე – თანაც, არა მხოლოდ ფიზიკურად. მაგრამ ბოლოს თითს ვკაკვავ. ცხადია, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ რეალურად, ამ სასტიკ სამყაროში, ერთია, შენ რას გრძნობ და მეორე – ბაზარი რა მოთხოვნებს აყენებს. სამწუხაროდ, ყველაზე ლამაზი მცენარეც იწყებს ჭკნობას, როგორც კი მზე და წყალი მოაკლდება, როგორც კი პატრონი – თანამედროვე საზოგადოება – ბნელ კუთხეში მიდგამს და ახალ მცენარეს აირჩევს ფავორიტად. საბოლოო ჯამში, ადამიანებს კლავს მღელვარე ცხოვრებიდან მათი ჩამოშორება, უცებ იმის გამოცხადება, რომ მათი თამაშის დრო ამოიწურა და ახალ სეანსზე აღარ დაიშვებიან.
რამდენიც უელბეკის ახალ რომანს ვკითხულობ, იმდენჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე ახლობელია. მერე ხდება ისე, რომ მორიგი რომანი ყველა მანამდელს მავიწყებს. ასე დამემართა "კუნძულის შესაძლებლობის" კითხვისას. ყოფიერების აუტანლობა ყველაზე ნიჭიერად, დამაჯერებლად, სრულიად რეალისტურად, რა თქმა უნდა, მიშელს შეუძლია, აღწეროს. ტკივილამდე მართალია, როცა გვიყვება თანამედროვე ადამიანის მარტოობაზე, სავსე და ამავდროულად ცარიელ ცხოვრებაზე, გულგრლილობაზე, შიშებზე, სიყვარულზე, სიკვდილისკენ სწრაფვასა და მაინც, სიცოცხლის ვერ დათმობაზე. ალბათ აქედან მოდის უკვდავების უშრეტი სურვილიც, აქედან მოდის ძალა, რომელიც მოაფიქრებინებს უელბეკის გმირებს გამოსავალს – თუ როგორ წავიდნენ ისე, რომ არა მეორედ, არამედ მრავალგზის დაბრუნდნენ და თან, გვერდით იყოლიონ ყველაზე ერთგული არსებები. ამავე დროს კი, ჩაუკეტონ კარი და გაერიყონ მათ, ვინც არ იწამეს მათი რელიგია, არ იწამეს ახალი გზა და მხოლოდ წარსულისკენ იყურებოდნენ.
ერთგული არსებები ვახსენე და უცნაურია, ბოლოს წაკითხულ სამ წიგნში, მიყოლებით, ძაღლებზე მხვდებოდა ოდები: რომ ყველაზე ახლობელი და ადამიანისთვის ნამდვილი, უანგარო სიყვარულის გრძნობის განმაცდეველი ძაღლია. ამას წერდა ბეკეტი "მოლოიში", უელბეკი – "კუნძულის შესაძლებლობაში" და ქსავიერ დე მესტრიც, რომელმაც თავისი წიგნის ერთი თავი მიუძღვნა ერთგულ მეგობარს.
წიგნიდან დასამახსოვრებელი იყო წერილის, როგორც დამაკავშირებელი ძაფის, ეპოქებს შორის გადებული ხიდის, როლი. წერილების – წმინდა წერილების – წერა თითოეულ ნეო ადამიანს შეუძლია, სადაც ყვებიან საკუთარ გამოცდილებასა და გრძნობებზე, ტოვებენ გზის მანიშნებლებს მეორედ, მეოცედ თუ მეორასედ მოსასვლელი "მესთვის". უელბეკის "კუნძულის შესაძლებლობაც" ასეთი წერილია – თანამედროვე ადამიანის გადაძახილი მომავალში, მისსავე თავთან. მინდა ვურჩიო ამ წერილის გაცნობა მას, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა ცხოვრების არსზე, თავის როლზე, საკუთარ სურვილებზე და თვალი გაუსწორებია მკაცრი რეალობისთვის; მას, ვინც არ დადის ვარდისფერი სათვალით და არც ჩანთაში მოეძებნება ის; ვინც მამაცია, როცა საქმე მიწაზე დგომას ეხება.
Tuesday, November 3, 2015
მოლოი
რა შემიძლია, სემუელ ბეკეტზე ვთქვა? ან ძალიან ბევრი, ან არაფერი, რადგან შეიძლება ისე შეგბოჭოს, რომ მონდომების მიუხედავად, სიტყვა ვერ გამოტყუო კალამს თუ კლავიატურას. მრავალფეროვანი ორგანიზმებით სავსე ღრმა წყალს ჰგავს ბეკეტი, შენ კიდევ მყვინთავს – ჩადიხარ ფსკერისკენ, აკვირდები, აღმოაჩენ, სწავლობ... მთავარია, სუნთქვა გეყოს. მის ერთ არაჩვეულებრივ წიგნზე, რომელშიც „გოდოს მოლოდინში“, „პირველი სიყვარული“ და „თამაშის დასასრულია“ შესული, დიდი ხანია, მინდა დავწერო, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა „მოლოის“ „შევეჭიდები“:
ამ წიგნს უცებ ვერ წაიკითხავ, საკმაოდ
მძიმეა, თუ შესაბამისი მოთმინებითა და, ცოტაც, ზემოთ ნახსენებ ღრმა წყლებში
ჩაყვინთვის სურვილით არ ხარ შეპყრობილი. ზოგადად, ბეკეტის წიგნები არ არის მარტივი
საკითხავი. „მოლოი“ კი განსაკუთრებულია – თავად გმირია განსაკუთრებული და, როგორც
რეალურ ცხოვრებაშია რთული შიგნით ჩაბრუნებულ ადამიანებთან ურთიერთობა, ასეა ამ
შემთხვევაშიც. ასე მგონია, ექსტრავერტი მკითხველები მოიწყენენ მოლოისთან.
მოლოი გზაზე დამდგარი კაცია – დანიშნულების
ადგილი დედის სახლია და უფრო კი დედის წიაღი. მოლოი არაფერზე ფიქრობს და
მსჯელობს და, ამავე დროს, ყველაფერზე. საკუთარი სხეული, საგნები თუ ადამიანები,
რომლებიც მისი ხედვისა და შეგრძნებათა არეალში ხვდებიან, მოლოის ფიქრებში
იფილტრებიან და ამ ფილტრაციის პროცესს ჩვენ ვადევნებთ თვალს. ეს არის საკუთარ
თავთან გაბმული დიალოგი. მოლოი, მისივე თქმით, არც მხეცად მოევლინა ქვეყანას და
არც კაცად; ისიც არ იცის დანამდვილებით, მისი გვარი მოლოია თუ არა. ის ხვდება
ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა თავად არიან მოლოი. სად ნაცვლდება სინამდვილე
ბუნდოვანებით, ძნელი გასარჩევია. ასეც უნდა იყოს – ეს აბსურდის თეატრია, რომლის
სცენაზე გათამაშებული ყველაზე გაუგებარი ქმედებაც კი სინამდვილეს ასახავს.
წიგნი ორნაწილიანია, მეორე ნაწილი
გაცილებით მსუბუქი საკითხავია. მისი მთავარი გმირი ჟაკ მორანია, რომელიც მოზარდ
ვაჟთან ერთად სამსახურებრივ მოგზაურობას იწყებს. მოლოის მსგავსად, ისიც მუდმივად აკვირდება გარემოსა თუ ადამიანებს და იმდენად იმეორებს მოლოის, რომ
კითხვის დასრულებისას თითქმის დარწმუნებული ხარ – ჟაკი მოლოია – სარკისებურად
შებრუნებული მოლოი.
საბოლოო ჯამში, ეს ძიებათა –
საკუთარ თავში მოგზაურობისა და აღმოჩენების წიგნია. კითხვის დასრულებისას შემშურდა მოლოის, რომელიც საოცრად თავისუფალია,
საითაც უნდა იქით წავა, რამდენსაც უნდა იმდენს შეიმეცნებს და ისიც ზუსტად იცის,
სად მიდის.
Thursday, July 23, 2015
თვითმკვლელი ქალწულები
მინდა, გაგიმხილოთ, როგორი წიგნების კითხვა მიყვარს: ისეთების, რომლებშიც მხოლოდ მშრალად ნაამბობი ისტორია არ წერია ბედნიერი ან უბედური დასასრულით; როცა ავტორი ფლობს ენას და შეუძლია, კარგად დაწურული წინადადებების სიღრმეებიდან შემოგყვიროს, შეგაფხიზლოს, აგამოქმედოს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როცა მეათეხარისხოვანი გმირიც
კი ორი სიტყვით იმდენად საინტერესოდ არის დახასიათებული, რომ მასზე ამბის ცალკე ხაზის შექმნის საშუალებას იძლევა. სწორედ ასეთი წიგნი აღმოჩნდა ჯეფრი იუჯინიდისის "თვითმკვლელი ქალწულები", რომელიც წელს ითარგმნა ქართულ ენაზე. თუ სათაური გეცნოთ, ე. ი. კინომოყვარული ხართ და სწორ გზაზეც დგახართ – ამ წიგნის მიხედვით სოფია კოპოლას ცნობილი ფილმია გადაღებული.
ჯეფრი იუჯინიდისი (დ. 1960) ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერალია, ხოლო წიგნი, ასე რომ მომხიბლა – 1993 წელს გამოცემული მისი პირველი რომანი, რომელმაც ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მოქმედება გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკაში, მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ გროს-პოინტში ვითარდება. წიგნში მოთხრობილია ხუთი თინეიჯერი დის თვითმკვლელობის ისტორია და აღწერილია ის გზა და გარემოებები, რამაც გოგონები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მე არ ვიტყვი, რომ ეს პოეტური პროზაა, მაგრამ ჩემთვის სტრიქონებს შორის ბევრი პოეზიაა ჩამალული: მეტაფორებს, რომლებსაც ავტორი გვთავაზობს, კიდევ უფრო ახლოს მოაქვს მთავარი გმირების სულიერი მდგომარეობა და, ზოგადად, იმ პატარა ქალაქის სული, სადაც ტრაგედია მოხდა.
წიგნში მონაწილეობს (არ შემშლია, ვფიქრობ, ეს სიტყვა შეეფერება) ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა და არა მხოლოდ მოსახლეობა; ჩვენ მათ ვეცნობით სახელებით და გვარებით და მარჯვედ ნათქვამი თითო-ოროლა ფრაზით ვიგებთ ლამის თითოეულის ცხოვრების შესახებ. მაგალითად, ავიღოთ მისტერ ბუელი, რომელსაც სადად მოწყობილ საძინებელში ედო პირველი ცოლის ფოტოსურათი, რომელიც განქორწინების შემდეგ შეუყვარდა; ან დაუვიწყარი მოხუცი მისის კარაფილისი, რომელიც თავისი ტრაგიკული ცხოვრებისეული გამოცდილების საპირწონედ მხოლოდ სესილიას სუიციდს თვლიდა, რაც მკითხველს კიდევ უფრო შეაგრძნობინებს ამბის სიმძიმეს.
ლისბონების ქუჩის თელებზე ცალკე, ვრცლად წერაც შეიძლება. მე ვიტყოდი, ეს ერთ-ერთი შესანიშნავი მეტაფორაა, რაც რეფრენად გასდევს მთელ ტექსტს. ხეებს, რომლებსაც ავადმყოფობის მიზეზით ყოველწლიურად ჭრიდა ქალაქის საპარკო სამსახური, საუკეთესოდ "გამოსდით" დებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების გადმოცემა. მუდმივად კავშირზე გამოსული გოგონების ხმა არავის ესმოდა: "ხის ტანის გაშიშვლების შემდეგ მუშები მომდევნო სიკვდილმისჯილისკენ მიემართებოდნენ, დანაღვლიანებული ხე კი ცდილობდა, ტოტების უბადრუკი ნარჩენები აეწია. მხოლოდ მისი იძულებითი მდუმარება გვახვედრებდა, რომ უწინ ის განუწყვეტლივ გვესაუბრებოდა".
ქუჩის მაცხოვრებლების მოჭრილ ხეებთან გამომშვიდობებაც ლისბონების გოგონებთან გამომშვიდობებას ჰგავდა. ხალხი მხოლოდ ხეების მოჭრის შემდეგ ხვდებოდა, რომ მათ ქუჩებზე დარგული თელები ქალაქს ეკუთვნოდა, "რომელიც თავისი ნება-სურვილის მიხედვით წყვეტდა მათ ბედ-იღბალს". რა იქნებოდა, რომ ქალაქის ნება დების მიმართ განსხვავებული ყოფილიყო? რომ ის ადამიანები, ვინც კისრებწაგრძელებულები აკვირდებოდნენ ლისბონთა სახლს ("როგორც ცნობისმოყვარე ბრბო ათვალიერებს ხოლმე ავარიის ადგილს") დახმარებოდნენ მათ?
გამორჩეულია მონაკვეთი, სადაც ოთხი და ისე ებღაუჭება მათი სახლის წინ მდგარი თელის სიცოცხლეს, როგორც საკუთარს. "უკვე გვიანაა, ხე მკვდარია", – ამბობს ბრიგადირი, რომელიც მზად არის ხის მოსაჭრელად. "მხოლოდ თქვენ ფიქრობთ ასე", – ეპასუხება მერი.
თხრობა გამორჩეულია იმითაც, რომ ავტორი არა მხოლოდ დებისა და არსებული სიტუაციის მიმართ თანაგანცდას აღვივებს მკითხველში, არამედ მის ხუთ ძირითად გრძნობაზეც მოქმედებს: შეუძლებელია, არ დაინახოთ, არ ჩაგესმათ, არ შეეხოთ, არ იყნოსოთ და ჩააყოლოთ გემო ფურცლებზე გაფანტულ სიტყვებს. ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სუნები იყო: განუმეორებელია "გამძაფრებული სიყვარულის" სუნის აგებულება, რომელსაც ამბის მთხრობელი ბიჭები აღწერენ. ჰო, ამბავს ის ბიჭები ყვებიან, ვინც ლისბონთა გოგონებთან ერთად იზრდებოდნენ, – უკვე ასაკში შესულებმაც რომ ვერ დაივიწყეს მათი მზის ათინათებივით მშვენიერი ხატება და ბოლომდე მაინც ვერ გასცეს პასუხი კითხვას "რატომ?"
ძალიან მინდა, ამ წიგნს განსაკუთრებით დები ლისბონების ასაკის გოგონები (მომავალი დედები) და დედები (მალე თინეიჯერების მშობლები რომ გახდებიან ან არიან კიდეც) გაეცნონ; ასევე – უსიტყვო და შვილების აღზრდას ჩამოშორებული მამები. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტრადიციები და რელიგია ხშირად აღმზრდელობით პოლიტიკას განსაზღვრავს, სადაც არც თუ იშვიათია ოჯახის უფროსი წევრის დომინანტობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიქრი და მსჯელობა იმაზე, თუ რა მოაქვს დაუბალანსებელ, უთანასწორო ურთიერთობებს ოჯახში, რელიგიურობის თუ სხვა ფაქტორების გამო პირადი სივრცის შეზღუდვას, საზოგადოების მიერ მხოლოდ ყოვლისმცოდნე კრიტიკოსის ან დამკვირვებლის როლის მორგებას, იმ ადამიანების გარიყვას, ვისიც არ გვესმის და ამის გამო გვეშინია კიდეც, ხელის ჩაქნევასა და საკუთარ სამყაროში შეკეტვას.
"ჩვენ, უბრალოდ, სიცოცხლე გვინდა, თუ ამის საშუალებას მოგვცემენ", – ამბობს ტერეზა ლისბონი. მივცეთ ერთმანეთს სიცოცხლის საშუალება. ეს ხომ მარტივია, თუ მოვინდომებთ.

Friday, June 26, 2015
ცუდი გოგოს ოინები
ვარგას ლიოსასთან ჩემი პირველი შეხვედრა კრახით დასრულდა – ეს იყო "დეიდა ხულია", რომელიც ვერ დავამთავრე და სანიშნეჩადებული დევს ჩემს წიგნის თაროზე ოდესმე მიბრუნების პერსპექტივით. "ცუდი გოგოს ოინებს" რაც შეეხება – არ ვიცი, სათაურმა მიმიზიდა თუ ყიდვამდე წიგნის გადათვალიერებამ, მაგრამ დიდი მოლოდინით შევიძინე. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის "ცუდი გოგოსა" და "კარგი ბიჭის" – ავანტიურისტი ქალისა და მასზე ავადმყოფურად შეყვარებული კაცის ისტორია, რომელიც ამ ადამიანების მთელ შეგნებულ ცხოვრებას მოიცავს და გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან სამ კონტინენტზე და სამზე ბევრად მეტ ქვეყანაში ვითარდება.
თხრობა მსუბუქია; ავტორს სხვადასხვა ქვეყანაში მკითხველის გიდობაც კარგად გამოსდის – პოლიტიკური თუ კულტურული პროცესები სინქრონულად გასდევს მოქმედი გმირების პირადი ცხოვრების ხაზს. თუ ფლობერის "მადამ ბოვარი" გაქვთ წაკითხული, აუცილებლად გაგახსენდებათ ის. "ცუდი გოგო", რომელიც არაერთ სახელს ატარებს ცხოვრების მანძილზე, ფლობერის პატარა ფრანგი ქალბატონით შთაგონებული გმირია. ცნობილია, რომ ვარგას ლიოსა, მას შემდეგ, რაც 1959 წელს ფლობერის აღნიშნული წიგნი წაიკითხა, მოხიბლულია ამ გმირით, რაც აისახა კიდეც მის მწერლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ კითხვის მანძილზე სიუჟეტს ვერ მოწყდება მკითხველი, წიგნის დასრულების შემდეგ გამიჩნდა კითხვა: რა მომცა ამ წიგნმა? თუნდაც "მადამ ბოვარი" რომ ავიღოთ (რომელმაც ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავის დროზე), მის გვერდით ლიოსას "ცუდი გოგო" სიახლეს უკვე ვერ მთავაზობს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მაფიქრებს ამ ტიპის ადამიანებზე, აღზრდის, ბავშვობაში არსებული გარემოპირობების შედეგებზე, ღია და დაფარულ სურვილებზე, რომლებიც სხვადასხვა დოზით ალბათ ყველა ადამიანშია. ერთი მოსაზრებაც გამახსენდა, რომელიც ყოველთვის მაღიზიანებდა თავისი არსით – ის, რომ წყვილში ერთს უყვარს გამეტებით და მეორე ნებას რთავს ან იყენებს. "ცუდი გოგოსა" და "კარგი ბიჭის", "ცუდი გოგოსა" და მისი იაპონელი საყვარლის წყვილები ამაგრებს ამ მოსაზრებას. "ცუდი გოგოს" ცხოვრება აგრეთვე ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი ავანტიურისტი და მღელვარე ცხოვრების მქონე ადამიანი სიცოცხლის მეორე ნახევარში სტაბილურობასა და საყრდენს ეძებს. რამაც უკმარისობის განცდა დამიტოვა, სტრიქონებს შორის ჩაუმალელი სათქმელი იყო – აქ თითქმის ყველაფერი ზედაპირზე დევს, თუ არ ჩავთვლით რომანის ბოლოს მოთხრობილ ამბავს ზვირთმჭრელებზე, რომელიც გამორჩეულია. სიუჟეტში ბევრი დამთხვევაა – ისეთი პატარა სასწაულები, როგორებიც ლათინურ სერიალებში ხდება ხოლმე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნში მრავლად შეხვდებით სექსუალურ სცენებს, რომლებიც, ცოტა არ იყოს, მოუქნელად არის გადმოთარგმნილი (მაგ., "ლოგინი ჰქონდათ" და ა.შ.).

Monday, June 8, 2015
ელემენტარული ნაწილაკები
მიშელ უელბეკის ქართული თარგმანებიდან ამ
დრომდე „ელემენტარული ნაწილაკებიღა“ მქონდა წაუკითხავი, უფრო სწორად გადადებული, რადგან ორი წლის წინ დავიწყე და მერე, როგორღაც, შევეშვი. მგონია, რომ ყველა წიგნს აქვს თავისი წაკითხვის დრო და ამას, მე პირადად, ქვეცნობიერად ვგრძნობ ხოლმე; ალბათ, თქვენც...
წავიკითხე და დავითრგუნე, როგორც „ბრძოლის
ველის განვრცობის“ კითხვისას და გავბრაზდი, როგორც არასდროს უელბეკის წიგნების
გამო. მგონია, რომ ამ წიგნში განსაკუთრებით გაშიშვლებულია მიზეზ-შედეგობრიობის
ამბები: დიახ, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. მთავარი გმირები ნახევარძმები,
ბრუნო და მიშელი, სწორედ ბავშვობიდან გამოყოლილ ტვირთს მიათრევენ მთელი ცხოვრება.
მაგრამ რამაც გამაბრაზა, ქალებისადმი
ავტორის დამოკიდებულებაა. პირველად გავხედე
უელბეკის რომანების ყველა გმირ ქალს ერთი რაკურსიდან და გული მომეწურა:
ყველაზე ნათელ დროს, როცა ქალებს კაცებისთვის ბედნიერება მოაქვთ, როცა კაცები
მშვიდდებიან და სრულიად კმაყოფილები ნამდვილი სიყვარულისთვის მზაობას გამოთქვამენ,
როცა ყველაფერი უნდა დალაგდეს, მაშინ ხდება "კატასტროფა" და გადარჩენილი კაცები
უხმოდ ეხლებიან სიცოცხლის კედლებს, მიილტვიან რომელიმე ბნელი, მათთვის კი
განათებული კუთხისკენ (რომელსაც Sky
Road შეგვიძლია ვუწოდოთ წიგნში მითითებული ქუჩის სახელწოდების მსგავსად), რომ იქ ჩამუხლულებმა
ერთადერთ თანამგზავრად ზეცა აქციონ, რადგან ამქვეყნად ყველაზე მთავარი ზეცაა, ხოლო
მასში განზავება – ზღვაში შებიჯების მსგავსი რამ.
თუმცა, უელბეკის თქმით, ყველაფერი
კანონზომიერია: საშიშ სივრცეში, რომელიც ჩვენსავე ცნობიერებაში იშვება, სიცოცხლესა
და სიკვდილს ვსწავლობთ. ამავე სივრცეში წარმოჩინდება განშორება, განკერძოება და
ტკივილი. უელბეკის გმირები ყოველგვარი რელიგიისგან თავისუფლები სწავლობენ სიცოცხლესა და
სიკვდილს და დგანან გზაზე, რომელსაც ზეცისკენ მიმავალი ჰქვია; ხოლო, რაც შეეხება
ცხოვრებისგან გულგატეხილ, აუსრულებელოცნებებიან ქალებს, მათგან მხოლოდ
მოგონებები რჩება, როგორც ფერფლი – ვარდებიან ბაღებში მიმოფანტული. და რაც
მაღიზიანებს, ისაა, თითქოს მათ არ ცნობს ავტორი, თითქოს მათი გზა ზეცისკენ
ბუნდოვანია, ქალების მისია მხოლოდ კაცების ამ გზაზე დაყენებაა. საბოლოო ჯამში კი,
ვერდიქტი ორივე მხარისთვის გამოტანილია: ისინი უნდა გაქრნენ – კაცობრიობა არსებული სახით
უნდა გადაშენდეს და გზა ახალ რასას დაუთმოს.
რატომ მიყვარს უელბეკი? ზუსტად ვიცი:
არაფერს გილამაზებს, ცხოვრებას ისე აგიღწერს, როგორიც არის და გეგმაზომიერად,
დაუნანებელ-დაუნდობლად გაჭერს ყველაზე
მთავარ საფიქრალზე – სიცოცხლის აზრსა და სიკვდილის გარდაუვლობაზე. იმდენად
დაუნანებლად, რომ მეც, როგორც რეალისტ ადამიანს, რომელიც თეთრს ყოველთვის თეთრს
უწოდებს და შავს – შავს, ხანდახან მემძიმება მისი ძალისხმევა, ვბრაზდები და
კონკრეტულ წიგნს უკანმოუხედავად ვემშვიდობები: ალბათ არასდროს მივუბრუნდები ზემოთხსენებულ
ორ რომანს – მტკივნეულია.
ამასობაში უელბეკის ახალი თარგმანი
აღმოჩნდა ჩემს მაგიდაზე – „კუნძულის შესაძლებლობა“ და არ ვიცი, ისევ უელბეკის
კითხვა გადავაბა თუ მარიო ვარგას ლიოსას
„ცუდი გოგოს ოინებს“ მივხედო. ორივეს წაკითხვა უზომოდ მინდა. ასე თუ ისე, უახლოეს
პერიოდში, რომელიმეს შესახებ გაჩნდება აქ ჩანაწერი:)
ამონარიდები: >1, >2, >3
Subscribe to:
Posts (Atom)