ბრეხტის ეს პატარა, დიდაქტიკური მოთხრობების კრებული, ორიოდ საათში რომ წაიკითხავთ, ვფიქრობ, გულგრილს არ დაგტოვებთ. განსაკუთრებით სამმა მოთხრობამ დამამახსოვრა თავი. ესენია: "ვიგინდარა", "ოთხი მამაკაცი და პოკერის პარტია ან იღბლიანობა ბედნიერება როდია" და "კეისარ მალათესტას სიკვდილი". მათგან პირველ ორს სცენაზე გათამაშებულს "ვხედავდი".
ტექსტები დაცლილია ზედმეტი სიტყვებისგან, ავტორი პირდაპირ "საქმეზე გადადის" – შენ წინ შლის სიუჟეტს, მოქმედ პირებს მხოლოდ იმდენი შტრიხით ხატავს, რამდენიც მოცემულ სიტუაციაში სჭირდება და კიდევ ერთხელ გამოგზაურებს ადამიანური ბუნების ლაბირინთებში.

No comments:
Post a Comment